თბილისის მერიის შენობის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის საქმეზე ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი, ირაკლი მარტინენკო [ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით] დააჯარიმეს. ეს მუხლი 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
რაც შეეხება იმავე პარტიის კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ მახარაძეს, მის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, [174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას].
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ადმინისტრაციულად შედგენილ მასალებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ.